ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პედაგოგის - ნონა ჩალიგავას წარმატება საერთაშორისო პროექტში
20-10-2023

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია მასწავლებელი ნონა ჩალიგავა, რომელიც eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - LET'S  TAKE A PHOTO წარმატებით მონაწილეობისთვის ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.

ის ყველა ადამიანს, რომელსაც მის წარმატებაში წვლილი მიუძღვის მადლობას უხდის.

„მასწავლებლობა ყოველ ჯერზე რომ გახარებს ის პროფესიაა. მიუხედევად მანძილისა, ენის ბარიერისა და შრომატევადი აქტივობებისა მთავარია მხარდამჭერი გუნდი: მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, დირექცია, კოლეგები... მადლობა თითოეულ მათგანს“, - ამბობს პედაგოგი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები ერთმანეთის წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203