ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ დოდო ცქვიტაიას მიანიჭა 
20-10-2023

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭოს წევრებმა სკოლის ხელმძღვანელად დოდო ცქვიტაია ერთხმად აირჩიეს.

დოდო ცქვიტაიას სამეურვეო საბჭომ უფლებამოსილება 6 წლის ვადით მიანიჭა. 

სკოლაში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და დოდო ცქვიტაიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ, ქალბატონ დოდოს, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203