ვაქირის საჯარო სკოლაში ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა 
20-10-2023

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ჩატარდა. 

ფრენბურთში შეჯიბრი, სპორტის მასწავლებელ თამარ ელაშვილის ხელმძღვანელობით, VII-XI კლასელ ვაჟებსა და VII-XI კლასელ გოგონებს შორის გაიმართა. 

ბავშვებმა გუნდურობა გამოავლინეს და დრო ხალისიანად, საინტერესოდ გაატარეს.

შეჯიბრებეში ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203