„ბიჭი-ორკესტრის“ სახელით ცნობილი სამტრედიის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი სტურუა მომავალი ექიმის რანგში 
20-10-2023

მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და საამაყო კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის არის  გიორგი სტურუა, რომელიც დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობის შესწავლას შეუდგა. 

გიორგი პროფესიას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლება.

ახალგაზრდამ, რომელმაც სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, თვლის, რომ ექიმობა მისი რეალიზებული ოცნება იქნება.

სკოლაში დიდი სიამაყით გვიყვებიან, რომ ვინც გიორგის იცნობს, ყველას სჯერა, რომ ბიჭი, რომელსაც უკვე წლებია სამტრედიაში „ბიჭი–ორკესტრის“ სახელით იცნობენ, ხალხს თეთრი ხალათითაც დაამახსოვრებს თავს.

​გიორგისთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ოჯახი და დედაა. 

„ჩემს ზურგს უკან ოჯახი და დედა დგას, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს გადაწყვეტილებაში. ამაყი ვარ და მათი თანადგომა მაძლიერებს“, - აცხადებს მომავალი ექიმი, რომელმაც კარდიოქირურგიაში დახელოვნება სწორედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203