აჭყვას საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა შემეცნებითი ღონისძება მოაწყვეს
20-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში,  სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა, თანატოლებს წარუდგინეს მოკლე ისტორია მცხეთობის სახალხო დღესასწაულისა და სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებ.

ბავშვებმა, ასევე გაიხსენეს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას რომანი - დიდოსტატის მარჯვენა“ და ნაწარმოებიდან ამონარიდები წაიკთხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. სკოლაში მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.

„ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203