
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
Iბ კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის - ქეთი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, ანბანის „ჯადოსნურ სამყაროში“ სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით შეაბიჯეს.
მოტივაციის ამაღლების მიზნით, მათთვის მასწავლებელმა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა და მათ ასოების სწავლა გაუმარტივა.
ბავშვებისთვის გაკვეთილი საინტერესო და სახალისო იყო. მათ ბეჯითად შეასრულეს დავალებები და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: