„მე ვარ მოხალისე, გახდი შენც!“ - ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მერვეკლასელთა საინტერესო პროექტი
20-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და აქტიურმა მოხალისეებმა: ლიზი გორგაძემ, მეგი მახარაძემ, ლინდა ხალვაშმა, თიკა ჭაღალიძემ, ელენე სურმანიძემ, პროექტი „მე ვარ მოხალისე, გახდი შენც“ ჩაატარეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოხალისეობის მნიშვნელობა განიხილეს, ისაუბრეს თუ რისთვისაა აუცილებელი იყვნენ აქტიური მოქალაქეები და ასევე ამასთან დაკავშირებით საინტერესო მაგალითები მოიყვანეს.

მერვეკლასელებს სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ, მათაც იმსჯელეს და ცოდნა გაიღრმავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში აქტიურად იყო ჩართულო ორი მოხალისეობრივი ორგანიზაცია „ნიუჰოუპ/Newhope“ და „ნიუმოდერნს/Newmoderns“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203