წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
20-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის შემობრძანება ნამდვილ დღესასწაულად იქცა. 

lბ კლასის მოსწავლეებმა, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, უამრავი ლექსი და სიმღერა მიუძღვნეს სამშობლოს, დედაენას, იას და სამომავლო სურვილებიც გააჟღერეს.

მოსწავლეებმა დამრიგებელ - ირმა გურეშიძესთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს და ემოციებით აღსავსენი გააგრძელებენ ანბანის შესწავლას. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებები პატარებს და მადლობა მათ, ამ მონდომებისთვის“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203