
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი მირანდა ჟორჟოლაძე აირჩია.
მირანდა ჟორჟოლაძეს წარმატებით აქვს გავლილი დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი, მოპოვებული აქვს დირექტორობის უფლება, ახლა კი სამეურვეო საბჭომ მას ნდობა გამოუცხადა.
სასკოლო საზოგადოება და საგანმანათლებლო რესურსცენტრი მირანდა ჟორჟოლაძეს ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას.
„საგანმანათლებლო რესურსცენტრი მირანდა ჟორჟოლაძეს ულოცავს და უსურვებს წარმატებულ მოღვაწეობას თერჯოლის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.