„ჩემი პირველი ხარისხის ნიშანი“ - ქობულეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მაგული ჯინჭარაძე საერთაშორისო პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
20-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდოებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია პედაგოგი მაგული ჯინჭარაძე, რომელიც eTwinning-ის პროექტში - „You’ll laugh, it’s all chemistry! …Physics!“ მონაწილეობდა.

აღნიშნულ პროექტში წარმატებით ჩართვისთვის მასწავლებელი ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.

„ჩემი პირველი ხარისხის ნიშანი eTwinning-ისგან ევროპელ პარტნიორთან პროექტში -  „გაგეცინებათ. ეს ყველაფერი ქიმიაა! ... ფიზიკა!“ უდიდესი მოტივაციაა სხვა პროექტების დასაგეგმად და განსახორციელებლად“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მასწავლებელი ყველას მადლობას უხდის, ვისაც წვლილი მიუძღვის მის ამ წარმატებაში.

„რაც მთავარია უღრმესი მადლობა ქალბატონებს: ნანა დაბრუნდაშვილს, ნინო-ირმა ღანიაშვილს და ცირა ბუჯიაშვილს, რომლებმაც გამიკვალეს გზა ამ შესანიშნავ პორტალზე... eTwinning აახლოებს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ ევროპის ქვეყნებსაც. ენის ბარიერი არ არსებობს პროფესიულ საქმიანობაში, მთავარია გიყვარდეს და გულით აკეთო შენი საქმე“, - ამბობს პედაგოგი მაგული ჯინჭარაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთის წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203