მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე იმსჯელეს
20-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს და მათ მოტივაციას ზრდის. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - მარინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით, ბიოლოგიაში თემის - „ცხოველთა ქსოვილების“ შესწავლის შემდეგ იმუშავეს პროექტზე - „რეგენერაციული მედიცინა“.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია, დაეხარისხებინათ და ემსჯელათ თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე.

მათ დაამუშავეს და კლასში წარადგინეს თემები: 1. ქსოვილური ინჟინერია;  2. მატრიცები ორგანოებისთვის;  3. ბიო-პრინტერები და  4. ხელოვნურად შექმნილი ქსოვილები და ორგანოები.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203