
აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
პროექტი, როგორც სასწავლო პროგრამის, საგნის - „მე და საზოგადოება“ შემადგენელი ნაწილი მეტად წარმატებით განხორციელდა სკოლაში.
მოსწავლეებმა, სკოლაში მიწვეულ მუზეუმის წარმომადგენლებს საინტერესო პრეზენტაცია, ქობულეთის მიუზეუმთან დაკავშირებით, წარუდგინეს.
მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატი დაამზადეს და კლასში „მინი-მუზეუმი“, მოაწყვეს.
სტუმრები, მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას უხდის სასიამოვნო დახვედრისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის.
„მადლობა პირველი საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, უშუალოდ მე-4 კლასის დაამრიგებელს, რომ ასეთი შინაარსიანი და მეტად საინტერესო პრეზენტაციები მოგვიმზადეს მოსწავლეებმა“, - წერს სოციალურ ქსელში მუზეუმის წარმომადგენელი რეზო ტაკიძე.
იხილეთ ფოტოები: