
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი პროექტი ხორციელდება.
18 ოქტომბერს, მე-4ა კლასის მოსწავლეები, საგანის - „მე და საზოგადოების“ გაკვეთილ-პროექტის ფარგლებში, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ.
პროექტის ინიციატორი პედაგოგი ნინო ციყელაშვილი და კლასის ხელმძღვანელი ლამზირა ხახიშვილი იყვნენ.
მოსწავლეები მუზეუმში ქცევის წესებს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს სამუზეუმო ექსპონატები და გაეცნენ მშობლიური რაიონის ისტორიულ წარსულს.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში ვიზიტი შთამბეჭდავი და მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: