სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
20-10-2023

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.  

1-ელ კლასში ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი, რომელიც სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.

ბავშვებს ეწვია „წითელქუდა“, „იაკობი“, რომელმაც უამბო პატარებს თუ როგორ აღმოჩნდა ია დედაენის პირველ გვერდზე.

ბავშვებმა გაითამაშეს და მოირგეს სხვადასხვა როლები. გაეცნენ ასო-ბგერა ი და ა-ს. წაიკითხეს მათთვის უცნობი ახალი სიტყვა, წინადადება, დაწერეს, გააფერადეს პატარა ხელებით, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები დედაენაზე.

აქტიურობისთვის მასწავლებელმა - ნონა ფარულავამ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო ბარათები, ვარსკვლავები და იები.

გაკვეთილი კლასში დედაენის ჰიმნით დამთავრდა და სკოლის ეზოში სახალისო აქტივობით გაგრძელდა. 

„ეზოში მტრედებს გამოაბეს ასო-ბგერა ი და ა, ააფრინეს და ამით ქალაქს ამცნეს, რომ დღეიდან ეუფლებიან კითხვას. ფრანმა კი სკოლის ეზო დატოვა და თვალს მიეფარა. პატარებს ეს დღე მუდამ ემახსოვრებათ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203