ყელქცეულის საჯარო სკოლაში ჭადრაკის კლუბი წარმატებით მუშაობს
20-10-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ჭადრაკი კი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
შესაბამისად, სკოლაში წარმატებით აგრძელებს მუშაობას ჭადრაკის კლუბი - „მეფე“. კლუბის სლოგანი გახლავთ „შთაგონება, ხედვა, ერთსულოვნება, აღიარება“.
კლუბში 18 მოსწავლეა გაწევრიანებული. კლუბის ხელმძღვანელი კი სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე გახლავთ.
მარინე ტაბატაძე მოსწავლეებს 2023-2024 სასწავლო წელს წარმატებას უსურვებს.