ყელქცეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვთმმართველობის არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით ჩატარდა
20-10-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში, 10 ოქტომბერს, მოსწავლეთა თვთმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

მოსწავლეთა თვითმმართველობა აირჩა ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე.

თვითმმართველობას უხელმძღვანელებს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე, რომელიც VII-XII კლასის მოსწავლეებმა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ერთი წლის ვადით აირჩიეს.

ახალდარჩეული თვითმმართველობის წევრები არიან:

საშუალო საფეხური:

1.დანიელ გამგებელი -  თავმჯდომარე (XI კლასი);
2. მარიამ გამგებელი - მდივანი (XI კლასი);
3.მედეა ხითარიშვილი - წევრი (XI კლასი).

საბაზო საფეხური:

1. ანა წეველიძე - თავმჯდომარე (IX კლასი);
2. ელენე ჩიტაძე - მდივანი (VII კლასი);
3.დავით წეველიძე - წევრი (VIII კლასი).

დისციპლინარული კომიტეტი:

სკოლის თვითმმართველობას XI კლასის მოსწავლე დანიელ გამგებელი უხელმძღვანელებს.

სკოლის პედაგოგები, დირექტორ მარინე ტაბატაძის ხელმძღვანელობით თვითმმართველობის წევრებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„გილოცავთ! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს გისურვებთ თქვენ და სკოლის თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203