
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში 16-17 ოქტომბერს საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს.
სკოლას სტუმრობდა ამერიკელების ჯგუფი, რომელთაც საქართველოში წინამძღვრობენ - თამარ გრიგოლია და ვასო ნატროშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრებმა მოსწავლეებს ორი დაუვიწყარი დღე აჩუქეს. გაიმართა არაერთი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ბორის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის სტუმრებს გვერდში დგომისა და თანადგომისთვის.
„ბორის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ორი ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღის ჩუქებისთვის.
ისინი ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ მთელი სასკოლო საზოგადოებისათვის. უღრმესი მადლობა მათ ასეთი თანადგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: