ივანდიდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა „შუშანიკის წამების“ პერსონაჟების როლები მოირგეს
19-10-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამორჩეულ და საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ. 

ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენასა და ლიტერატურაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, პერსონაჟის როლები მოირგეს და დოკუმენტური ფილმის სახით, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ წარმოადგინეს. როგორც სკოლაში ამბობენ, ფილმი დაფუძნებულია ღირსების, პრინციპების, ღირებულებების, გმირობის, საკუთარი შეხედულებების დაცვაზე და ეს ცნებები ნებისმიერ ეპოქასა და გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი.

მეათე კლასის მოსწავლეებმა იდეა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნათია მანაგაძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

„მეათე კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი მადლობას უხდიან ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძეს, გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის დირექტორს ქალბატონ მინერი ონიანს, მონაწილეების კოსტუმირებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203