წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
19-10-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლას ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად სკოლაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ერთდღიანი თემატური თამაში - „რა? სად? როდის?" გაიმართა. თამაშის კითხვები ევროპასა და მის ისტორიას ეხებოდა.

24 კითხვიდან, 18-ს სწორად სკოლის გუნდმა Senatus PopulusQue Tsnorius-მა უპასიხა და საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა. 

თამაშში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  • ნიკოლოზ ქილიტაური (კაპიტანი);
  • რატი ტუხაშვილი;
  • შალვა მოსულიშვილი;
  • ანანო ჭოტაშვილი;
  • ანანო ბალიაშვილი;
  • გიორგი მოსულიშვილი.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს სიმბოლური ჯილდო, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, თითოეულ პრიზიორ გუნდსა და მოსწავლეებს წარმატებას! განსაკუთრებული მადლობა შეკითხვების ავტორ-რედაქტორს, ბატონ ლაშა კილაძესა და ბატონ წამყვანს, პანტელეიმონ სოხაძეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203