„გზა სახლიდან სკოლამდე“ - სამების საჯარო სკოლის პირველი კლასის საინტერესო კომპლექსური დავალება
19-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ასეთი ტიპის დავალებები მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს და შესაბამისად მათ შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ახლახან, საინტერესო კომპლექსური დავალება პედაგოგმა - თამილა ირემაშვილმა 1-ელ კლასს ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შესთავზა. 

კომპლექსური დავალების თემა იყო - „გზა სახლიდან სკოლამდე“ და შემოქმედებით მუშაობას გულისხმობდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, სწორედ მისი შემადგენელი ნაწილი გახლავთ კომპლექსური დავალებები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203