
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პირველკლასელებმა „ანბანეთში“ დიდი ენთუზიაზმით შეაბიჯეს.
პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვები მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებში ჩართო.
„Iბ კლასმა ქართული ანბანის შესწავლა იაკობ გოგობაშვილის „დედაენით“ დაიწყო და პირველად სწორედ ლურჯთვალა „ია“ აღმოაჩინა. გაბუტული ხმოვნებიც სიმღერ-სიმღერით შემოირიგეს და ერთად, სიყვარულით, მეგობრულად და მხიარულად დაიწყეს ყველაზე საინტერესო თავგადასავალი წიგნიერების სამყაროში“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში მათი მეგზური ახალგაზრდა, ენერგიული და საქმეზე შეყვარებული მასწავლებელი თინიკო კუპატაძე იქნება.
სკოლის დირექცია და პედაგოგები პატარებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
„ბედნიერებით სავსე წლები გაგეტარებინოთ სკოლის კედლებში, ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: