დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს
19-10-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ბავშვები სხვადასხვა ნაწარმოებს დიდი მონდომებით კითხულობენ, რომელთა შესახებ შემდგომ საინტერესო პრეზენტაციებს ამზადებენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ივანა ქაჯაიამ, ბესო ქვარცხავამ და ელენე კოკაიამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების - „ხაზარულა“ I-II-III ნაწილების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.

მათ ნაწარმოების შესახებ იმსჯელეს, თავიანთი მოსაზრებები კლასში გააჟღერეს და საინტერესო დისკუსია წარმართეს.

მოსწავლემ, მარი ჯანაშიამ კი პრეზენტაცია ჯოის ლანკასტეს წიგნის - „მილი-მოლი-მენდი“ შესახებ გააკეთა. მან ბავშვებს წიგნის მთავარი პერსონაჟის შესახებ მოსაზრებები გაუზიარა და ისინიც აქტიურად ჩართო დისკუსიაში.

გაკვეთილზე ასევე მეექვსეკლასელმა - ლიზი ფუტკარაძემ ცოტნე დადიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გააკეთა ინფორმაციული პრეზენტაცია.

მან მისი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძია და კლასელებს გაუზიარა.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი აქტივობები, მოსწავლეებს წიგნის მიმართ სიყვარულს უღვივებს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203