
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, პედაგოგი კონსტანტინე გოშხეთელიანის ხელმძღვანელობით, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი დავალების მიხედვით, სასამართლო პროცესი ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეცხრეკლასელების გარკვეულმა ნაწილმა გადაინაწილა სასამართლო პირების თანამდებობები, ასევე წინასწარ მომზადდა გაკვეთილზე სასაუბრო ტექსტი.
სასამართლო სხდომაში მონაწილე თითოეულმა მოსწავლემ კარგად მოირგო როლი და შეეცადა, მაქსიმალურად რეალისტურად წარმოედგინა პროცესი.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: