აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები თოჯინების თეატრს ეწვივნენ
19-10-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას და ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი დირექცია და პედაგოგები მოწაფეებს არაერთი ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად მოსწავლეები და მასწავლებლები ბორჯომის თოჯინების თეატრს ესტუმრნენ. მოსწავლე- მასწავლებლები თეატრში სპექტაკლზე - „სამი გოჭი“ მიწვევით იმყოფებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები ახალი ინტერპრეტაციით შექმნილ ნაცნობ სპექტაკლზე სიხარულით წამოვიდნენ და ნანახით კი საკმაოდ გახარებულნი და კმაყოფილნი დარჩნენ.

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექცია თეატრის ადმინისტრაციას მიწვევისთვის მადლობას უხდის.

„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა მადლობას ვუხდით ბორჯომის თოჯინების თეატრის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს ჩვენი პატარების გახარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203