ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
19-10-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ამ კუთხით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. მაგალითად, ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სპორტულ ღონისძიებას სპორტის პედაგოგი - ვლადიმერ სალია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203