
აბაშის მუნიციპალიტეტის დომენტი ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
სკოლაში ამჯერად გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არსებული რესურსით შიდა პირველობაში აქტიურად ჩაერთო.
სკოლის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ წყემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარება-წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: