ქვედა საზანოს N2 სკოლის მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
19-10-2023

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. 

მათ სასწავლო მოტივაციაზე დამრიგებელმა - ეთერ ჯუღელმა იზრუნა და ჩაატარა სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი თემაზე - „ანბანის შემობრძანება“.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ და „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში თამამი ნაბიჯებით შეაბიჯეს. 

სკოლის დირექცია ​პირველკლასელებსა და მათ მშობლებს ულოცავს  ამ მნიშვნელოვან დღეს.

„პატარა მერცხლებს ვუსურვებთ ბედნიერ მოგზაურობას ანბანის ფერად და ჯადოსნურ სამყაროში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203