ერკეთის საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული ჩატარდა 
19-10-2023

მათემატიკის სწავლა რომ სახალისოა, ამას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ყოველდღიურად ამტკიცებენ. 

სწავლასმოწყურებული მოსწავლეები მათემატიკას მეცნიერებათა დედოფალს უწოდებენ, პედაგოგები კი მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში მათემატიკის კათედრის (ხელმძღვანელი - მარინა მაისურაძე, წევრი - ეთერ გოგაძე) და დაწყებითების კათედრის (ხელმძღვანელი - ნანა ხიზანეიშვილი, წევრები -  ირმა კობიძე და ლია სიმონიშვილი) ორგანიზებით ჩატარდა მათემატიკის კვირეული.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული ემსახურებოდა მათემატიკური ცნობიერების გაზრდას, თამაშ-თამაშით, ერთი შეხედვით მარტივი ხრიკებით, იმ მათემატიკური უნარების განვითარებას, რომელიც თანამედროვე საზოგადოების წევრს გამოადგება როგორც სასკოლო მასალის ათვისება - განმტკიცებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„თანამედროვეობაში საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ სასწავლო სივრცე“,- დასძენენ სკოლაში და კვირეულის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203