ერკეთის საჯარო სკოლის ​პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს 
19-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ​პირველკლასელებმა ფართოდ გაუღეს საკლასო ოთახის კარი ქართულ ანბანს.

მასწავლებელმა ნანა ხიზანეიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი. პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და მათ არაერთი საინტერესო თუ სახალისო აქტივობა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

პატარებმა საზეიმოდ აღნიშნეს ანბანის შემობრძანება, თქვეს ლექსები, იმღერეს, მუსიკის ფონზე გამოძერწეს ასო-ბგერები - „ი“ და „ა“, მოიფიქრეს სიტყვები, რომლებიც იწყებოდა ამ ბგერებზე.

თვითონვე დაალაგეს, დაწერეს და წაიკითხეთს პირველი წინადადება „აი ია“, „ია აი“.

მასწავლებელმა გაკვეთილზე აქტიურობისთვის მოსწავლეებს დაურიგა სამკერდე ნიშანი წარწერით „ია“ და გადასცა „ნორჩი მკითხველის“ სერტიფიკატი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203