ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მე-3 ადგილი დაიკავეს
19-10-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში, ერთმანეთს ცოდნის, ინტელექტისა და სითამამის გამოვლენაში მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე შეეჯიბრა.

20 კითხვის განმავლობაში გუნდების კაპიტნები საკუთარი თავის, გუნდის, სკოლისა და მთელი მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ცდილობდნენ.

მესამე ადგილზე მე-7 კლასელ ბარბარე ფიფიას ხელმძღვანელობით, 72 ქულით, სწორედ ლიის N2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქრისტინე ფიფია - VII კლასი, გიგი ფიფია - VII კლასი, ბაჩანა ქუხილავა - VI კლასი და ტასო სამუშია - VI კლასი. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ. 

„მოსწავლეებმა სკოლას წარმატება მოუტანეს, ბრწყინვალედ იასპარეზეს და მე-3 ადგილი დაიკავეს. სკოლა ამაყობს თითოეული მათგანით და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203