თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ზღაპრულ მოგზაურობად უქცია  
19-10-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს.

როცა პირველი ზარის ემოციამ ჩაიარა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოსწავლეობას სწავლობენ, თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, იზეიმეს „ანბანის შემობრძანება“ და ეს ლამაზი წუთები მარადიულ მოგონებად აქციეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პირველი ასო-ბგერებით იწყება საინტერესო მოგზაურობა ანბანის სამყაროში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მოვლენის ზღაპრად გადაქცევა.

„ანბანეთში შებრძანება  განსაკუთრებული დღეა!  პირველკლასელები პირველად ეზიარებიან  ქართულ ანბანს და ამოიკითხავენ  უტკბილეს ფრაზას. სწორედ  „აი ია“  გაუწევს მეგზურობას მათ ქართული ენის საინტერესო და მადლიან სამყაროში. ქართულ ენას ხომ მსოფლიოს სხვადასხვა დამწერლობებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს, თან სიძველით მეხუთე ადგილზეა, სილამაზით კი მესამეზე“,- აღნიშნავს პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობა და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა და მოწაფეებს სასწავლო მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა. 

„პირველკლასელებს ვუსურვებთ, ჩაწვდნენ მშობლიური ენის სიღრმეს, სიწმინდესა და სიდიადეს.   კეთილი იყოს მათი სვლა  ანბანეთის სამეფოში, რომელიც  ასე ლამაზად შემოვიდა მათ ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203