ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში
19-10-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ლელა მოწონელიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნები, შეარჩიეს ლექსები შემოდგომაზე.

გულისხმიერი ბიბლიოთეკარი მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდა.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203