წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
19-10-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Iგ კლასში საზეიმო გაკვეთილი - „აი ია“ ჩატარდა.
ეს იყო პირველი საანბანო გაკვეთილი, რომელიც პედაგოგმა მოსწავლეებს ზეიმად უქცია.
მოსწავლეებმა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით საინტერესოდ იმოგზაურეს 33 ასო-ბგერის სამყაროში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების წარმოთქმაში. გაკვეთილი სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. ესწრებოდნენ დირექციის წევრები მშობლები და პედაგოგები.
მათ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“