ყელქცეულის საჯარო სკოლაში ჭადრაკის ყოველწლიური ტურნირი გაიმართა
19-10-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

სკოლაში აქტიურად ისწავლება ჭადრაკიც, საგნის მასწავლებელი სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძეა. მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეები ჭადრაკის სამყაროში მოგზაურობენ. ამჯერად კი, პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის - მერაბ ონიაშვილის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ჭადრაკი ცხოვრებაა. მადლობას ვუხდით პირველთანრიგოსან მოჭადრაკეებს ბატონებს - ჯემალ ინჯიასა და იოსებ ეგნატაშვილს ტურნირის წაყვანისთვის, ქალბატონ თამარ ენდელაძეს - მუსიკალური გაფორმებისთვის, მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და კოლეგებს! ნაყოფიერი და წარმატებული ცხოვრება გქონოდეთ ყველას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203