ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ
19-10-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად კი, მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ. მათ ძველი და ახალი შუამთა, ერეკლეს სასახლე, წინანდალი, ალავერდი, იყალთოს აკადემია მოინახულეს. 

მოსწავლეები გასვლით აქტივობაში დამრიგებლების - ნაზი გამგებლისა და მანანა კუთხაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და სასიამოვნო მოგონებები დააგროვეს. 

სკოლაში ყველას წარმატებებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203