ყელქცეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
19-10-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, მეტად აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება იმ უდიდეს ღვაწლსა და შრომას ხედავს, რასაც თითოეული პედაგოგი საკუთარ საქმეში დებს. ისინი თავდაუზოგავად ზრუნავენ იმისთვის, რომ ქვეყანას განათლებული, მოტივირებული და პატრიოტი ახალი თაობა აღუზარდონ.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე, რასაკვირველია, ყველა პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი თარიღია. ეს მნიშვენელოვანი თარიღი თითოეულ პედაგოგს სკოლის დირექტორმა მარინე ტაბატაძემ და აღსაზრდელებმა მიულოცეს. მათ საყვარელ მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა სადღესასწაულოდ იყო მორთული, მოსწავლეებმა კი მისალოცი სიტყვები და ლექსები არ დაიშურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“