„დიდი სიყვარულით ვულოცავთ მთელ კოლექტივს ამ სასიხარულო ამბავს!“-თბილისის N141 სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ მარინე სამუშია ერთხმად აირჩია
19-10-2023

თბილისის N141 საჯარო სკოლაში, 17 ოქტომბერს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. სკოლის ხელმძღვანელად სამეურვეო საბჭომ ერთხმად (13 ხმით) მარინე სამუშია აირჩია. 

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და მარინე სამუშიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

„დიდი სიყვარულით ვულოცავთ ქალბატონ მაკას და მთელ კოლექტივს ამ სასიხარულო ამბავს! ვუსურვებთ მას ულევ წარმატებასა და ნაყოფიერ წლებს 141-ე საჯარო სკოლის პედკოლექტივთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203