ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
18-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, დამრიგებლისთვის მიცემული პირობა პირნათლად შეასრულეს. 

საზაფხულო არდადეგების დაწყებისას, მოსწავლეებს დამრიგებელმა - მარიკა კეჩხუაშვილმა წასაკითხად „დაჩის ზღაპრები“ შესთავაზა. პედაგოგი და მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ სწავლის განახლებისას ერთმანეთს თავიანთ შთაბეჭდილებებს გაუზიარებდნენ

მოსწავლეები ასეც მოიქცნენ, შთაბეჭდილებებით აღსავსეებმა თავიანთი ემოციები თანაკლასელებს გაუზიარეს, ბევრი იმსჯელეს, წაკითხული გაიაზრეს და კლასის საათის ბოლოს, საინტერესო ინიციატივაც გააჟღერეს. 

მოსწავლეებმა, გამოთქვეს სურვილი მოეწყოთ ექსკურსია და წყალტუბოში, მწერლის - ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გიდობა, ზღაპრების მთავარმა პერსონაჟმა, თავად - დაჩიმ გაუწია.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია შთამბეჭდავი იყო, ისინი შინ ემოციებით დატვირთულები და ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203