„ფიზიკური სიდიდეების გაზომვა“ - ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ექსპერიმენტული გაკვეთილი ჩატარდა
18-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, პედაგოგები საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს ატარებენ.

ამჯერად, ფიზიკის მასწავლებელმა, იზოლდა ბერიძემ სკოლაში, საინტერესო, ექსპერიმენტული გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ფიზიკური სიდიდეების გაზომვა“.

მოსწავლეები სამ ჯგუფად განაწილდნენ. თითოეულმა ჯგუფმა ჩაატარა სხვადასხვა ექსპერიმენტი, მიღებული შედეგების შესახებ კი შემდგომ პრეზენტაცია გააკეთა.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

„გაკვეთილის ბოლოს ორმა მოსწავლემ საკლასო ოთახი აზომა და შემდგომ თითოეული ჯგუფის წევრებმა დამოუკიდებლად გამოთვალეს საკლასო ოთახის მოცულობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

​აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეთათვის საინტერესო იყო. მათ შეძლეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

მსგავსი ექსპერიმენტული გაკვეთილები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მეტად უზრდის, რადგან ისინი უკეთ იგებენ მასალას და მის პრაქტიკაში გამოყენებას სწავლობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203