კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
15-05-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა“ სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა.
ინიციატივაში კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დონაციის აქციაზე მოსულ მსურველებს, სისხლის ჩაბარებამდე, სისხლის ჯგუფის, რეზუსისა და ჰემოგლობინის გამოკვლევა ჩაუტარდათ.
აღსანიშნავია, რომ კსუ პერმანენტულად ერთვება სისხლის უანგარო დონაციის აქციაში.