დაბა მესტიის N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კახეთის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
18-10-2023
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ტარდება. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა კახეთის რეგიონზე საინტერესო პრეზენტაციები გამართეს, მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და კახეთის ისტორიის, მდებარეობის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

პრეზენტაციებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

„მინდა გისურვოთ განათლება - აი, გზა ბედნიერებისაკენ, ულევი წინსვლა და წარმატებები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203