ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულზე ღირსეულად წარდგა
18-10-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაში აქტიურად ერთვება.
ამჯერად, სკოლა სახალხო დღესასწაულში - „ჩხოროწყუობა 2023“ მონაწილეობდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა შესაბამისი სტენდები წარადგინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.
„ჩხოროწყუობა 2023-ის“ ფარგლებში, სხვადადხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საპატიო ჩხოროწყუელები დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“