ლეწურწუმეს თემის ეგიარზენის დაწყებითი სკოლის პირველკლასელებმა „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს
18-10-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის ეგიარზენის დაწყებით სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანბანს დიდი შემართებით „უმასპინძლეს“ და სიხარულით შეაბიჯეს „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასა შესანიშნავად წარმოაჩინეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს.

„მოსწავლეებმა ბეჯითად შეასრულეს დავალებები და ბედნიერად დაიწყეს მოგზაურობა „ანბანეთის სამყაროში!“ , - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203