გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში ფეხბურთის შეჯიბრი გაიმართა
18-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, ხშირად იგეგმება სპორტული ღონისძიებები, რომლებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში ფეხბურთის მატჩი გაიმართა, მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ, საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დღე ხალისიანად გაატარეს. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათთვის სახალისო და სასიამოვნო გარემოს შექმნა და სპორტის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203