ჩაოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა - მზია შავაძემ სადამრიგებლო კლასს საინტერესო წიგნი წარუდგინა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და განათლებაზე ზრუნავს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და შესაბამისად, სხვადასხვა ნაწარმოებს აქტიურად ეცნობიან. ამჯერად, მასწავლებელმა, მზია შავაძემ სადამრიგებლო კლასს თამარ გეგეშიძის წიგნი „სული-ჩიტი“ გააცნო.
პედაგოგმა მოსწავლეებს შთაბეჭდილებები გაუზიარა, შემდეგ კი აღსაზრდელებმა თავად წაიკითხეს საინტერესო მონაკვეთები.
„სული-ჩიტი“, თამარ გეგეშიძის- წარმატებული მასწავლებლის სადებიუტო რომანია. ქართველი ავტორის მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული და თანამედროვე წიგნია. წიგნი მე ავტორმა მაჩუქა. ერთი კვირის წინ, ეს წიგნი, სადამრიგებლო კლასში შევიტანე და მოზარდებს ვთხოვე, ვის ექნებოდა სურვილი „სული-ჩიტის“ პირველად წაკითხვისა?!
მოზარდებს, დაუვიწყარ დღეებზე, ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეებზე და ავტორზე ვუამბე, ჩაოში რომ შევხვდი.
ჩაოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე მარი მიქელაძე პირველი აღმოჩნდა კლასში, რომელმაც ამ წიგნით დაინტერესდა.
ღია ცისქვეშ თანაკლასელებს, ლუკას შესახებ უამბო და შთაბეჭდილებები გაუზიარა, მეგობრებს რჩევა მისცა რატომ უნდა წაიკითხონ „სული-ჩიტი“. გოგა აბულაძე დაინტერესდა, მოზარდებისთვის შექმნილი წიგნი, ხელიდან ხელში გადავიდა.
12 ოქტომბერი თეკლა ცეცხლაძის დაბადების დღეა. ამ ფონზე, მილოცვა წრფელი და ბუნებრივია“,- წერს მასწავლებელი მზია შავაძე.
იხილეთ ვიდეო და ფოტო: