
ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები მასწავლებლის ღვაწლსა და მათ განათლებაში ჩადებულ შრომას აფასებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში ღონისძიება თემაზე - „მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“ გაიმართა, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა ღონისძიებაზე პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საინტერესო ინფროამციები მოიძიეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და უფროსკლასელები.
დირექტორი გულნარა შაინიძე ღონისძიების თითოეულ მონაწილეს და კლასების დამრიგებლებს - ნაზიბროლა აბაშიძესა და სოფიკო ბოლქვაძეს დიდი გარჯისთვის მადლობას უხდის. მათ მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის მიმართ პატივისცემას დაწყებითი კლასებიდან ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: