კვატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით სპექტაკლი დადგეს
18-10-2023
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათში სწორი ხედვის ჩამოყალიბებას სხვადასხვა საკითხის მიმართ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

კლუბი „ცეროდენა მოქალაქეები“ სწორედ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს აერთიანებს მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებისა და აქტუალურ საკითხებზე სწორი ხედვის შექმნისთვის. მისი ხელმძღვანელები - ნია სურმანიძე და ელენე ხოზრევანიძე კლუბის წარმატებული ფუნქციონირებისათვის თავს არ ზოგავენ. 

კლუბის პატარა წევრებმა ქართული ზღაპრის მიხედვით სპექტაკლი დადგეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასეთი ქტივობები ტარდება, აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ითვალისწინებს, მათ შორის წამყვან ადგილს იკავებს თოჯინების თეატრი, ქართული ხალხური (და არა მარტო ქართული) ზღაპრების მიხედვით დადგმული სპექტაკლები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203