იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
18-10-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ ტურსა და ოლიმპიადაში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის  V კლასის მოსწავლეები - ბარბარე ტრაპაიძე, ლიზი კეკელიძე და სესილი ქაცარავა მათემატიკის ოლიმპიადაში „ევერესტი“ მონაწილეობდნენ. მათ სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, მეხუთეკლასელები ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის ბრინჯაოს სიგელით დაჯილდოვდნენ. 

„სკოლის სახელით მოსწავლეებს ვულოცავთ წარმატებას, მათ კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203