აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ
18-10-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა ღონისძიებაში წარმატებით ერთვებიან.
მათ სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის შიდასასკოლო კონფერენციაში, გამოჩენილი აქტიურობისთვის საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადაეცათ.
მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულმა საჩუქარმა ძალიან გაახარა და მათ სასწავლო მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
„მოსწავლეები და მასწავლებლები მადლობას ვუხდით პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ხელმძღვანელებს ლალი წიკლაურს და თამთა ნაცვალაძეს საჩუქრებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა