გელაურის საჯარო სკოლის მონდომებული მოსწავლეები და მათ მოტივაციაზე მზრუნველი მასწავლებლები
18-10-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მათ 15 სექტემბერს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

დირექტორი ასლან ფასანიძე და პედაგოგები ბავშვებს დიდი სიხარულით, სიყვარულით შეხვდნენ, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ბავშვებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს და საკლასო ოთახებს დიდი ენთუზიაზმით მიაშურეს.

დირექციამ და პედაგოგებმა მათ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203